19 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
ხმაური რიონის ხეობაში - "ენკას" ოფისთან რამდენიმე წუთის წინ ვითარება დაიძაბა

სოფელ გუმათში, სადაც კომპანია "ენკას" ერთ-ერთ ოფისთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იმყოფებიან, რამდენიმე წუთის წინ ვითარება დაიძაბა. აქტივისტებმა კომპანიის ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვის მიზნით შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს. ხმაური სწორედ ერთ-ერთი მიკროავტობუსისთვის გზის გადაკეტვას მოჰყვა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.

აქტივისტების თქმით, ისინი გზის გადაკეტვას მშვიდობიანად ცდილობენ, მძღოლთან დაპირისპირებაში კი პროვოკატორები შევიდნენ, რომლებიც ადგილზე სიტუაციის არევისთვის არიან შეგზავნილი.

"მოსახლეობა გაივლის და ვერ გაივლის კომპანიის მანქანები, არიან პროვოკატორები, რომელშიც შევიდნენ დაპირისპირებაში მძღოლთან, ცდილობენ აქაურობა არიონ და ჩვენ ვცდილობთ, არ მივცეთ ამის საშუალება," - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" დამფუძნებელმა ვარლამ გოლეთიანმა.

დღის ამბები