17 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
დაპირისპირება გიგა ბოკერიასა და ყოფილ თანაგუნდელებს შორის - თამარ ჩერგოლეიშვილი პარტიიდან წასულებს დაშორების ობიექტურ მიზეზებზე საუბარს ურჩევს

დაპირისპირება ოპოზიციურ ფლანგზე - ამჯერად გაურკვევლობის მიზეზი "ევროპული საქართველოს" ახლადარჩეული თავმჯდომარის მიმართ მისი ყოფილი თანაგუნდელების განცხადებები გახდა.

გიგა ბოკერიას ბელორუსის პრეზიდენტისთვის შედარებას თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა, რომელმაც პარტიიდან წასულებს დაშორების ობიექტურ მიზეზებზე საუბარი ურჩია და არაობიექტურობაში დაადანაშაულა. დაშლის ნიუანსებზე დღეს, "ტაბულას" რედაქტორისგან განსხვავებით, საუბარი თავად ბოკერიამ და ევროპელებიდან წასულებმა არ ისურვეს.

ოპოზიციისგან დისტანცირების განმსაზღვრელად არჩევნების გაყალბების ვერ დამტკიცებას ასახელებს "გირჩიც", რომელსაც თავის მხრივ ბარიერგადალახული ოპოზიცია პარლამენტში შესვლის სურვილის გამართლებად მიიჩნევს.

დღის ამბები