02 სექტემბერი 2026,   19:41
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 23 493 ადამიანია აცრილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 23 493 ადამიანია აცრილი.

გამყრელიძის თქმით, ბოლო დღე-ღამეში ვაქცინაცია 1 403-მა ადამიანმა ჩაიტარა.

"დღევანდელი დილის მონაცემებით აცრილია 23 493 ადამიანი, აქედან "ასტრაზენეკათი" 13 486, "ფაიზერით" კი 10 007. 24 საათის განმავლობაში აცრილი იყო 1 403, აქედან "ასტრაზენეკათი" 731, ხოლო "ფაიზერით" 672.

დაახლოებით 8 694 აქტიური პაციენტია. ძირითადად 50-70%-ში საქმე ეხება ბრიტანულ შტამს. მას სწრაფი გავრცელება ახასიათებს და ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო, რის გამოც პროგნოზი იყო, რომ იქნებოდა ზრდა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს ზრდა იყოს მართვადი," - განაცხადა გამყრელიძემ.

დღის ამბები