17 ნოემბერი 2024,   06:05
ვრცლად
"ძალაუფლების დათრევისთვის ჩხუბობენ"- იაგო ხვიჩია ხელისუფლება-ოპოზიციის დიალოგზე

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე პროცესს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია "ძალაუფლების დათრევისთვის" ჩხუბს უწოდებს.

"ძალაუფლების დათრევისთვის ჩხუბობენ და ერთ მხარეს ჰყავს მეორე მხარის 2 მებრძოლი დატყვევებული, ესენი ითხოვენ მებრძოლების გამოშვებას, ოღონდ მერე რომ ისევ ბრძოლაში ჩაერთონ და "ქართული ოცნება" ამაზე უარს აცხადებს, რაც გასაგებია რაღაც თვალსაზრისით, იმიტომ, რომ ბრძოლა თუ არ მორჩა დატყვევებულ მხედართმთავრებს არავინ არ უშვებს," - აცხადებს იაგო ხვიჩია, მისი თქმით, "გირჩს" თავისი გზა აქვს არჩეული და დიალოგს გააგრძელებს იმ 7 საკითხთან დაკავშირებით, რომელიც პარტიამ საზოგადოებას ცოტა ხნის წინ წარუდგინა.

"ახლა თუ გახურებული ჩხუბი მიდის და ამ მხარეებმა მარტო ჩხუბი იციან და არ იციან რა გააკეთონ, მას შემდეგ რაც შერიგდებიან, ძალიან რთულია მასე კონფლიქტის დამთავრება," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები