17 ნოემბერი 2024,   05:59
ვრცლად
პოლიტიკური დიალოგის ბედი კვლავ გაურკვეველია - ოპოზიცია დიალოგზე მზადყოფნას აცხადებს და საერთო პროტესტისთვისაც ემზადება

მოლაპარაკების ბედი, ჯერჯერობით, კვლავ გაურკვეველია. ამ ფონზე, ოპოზიცია საკუთარ გეგმებზე და დაგეგმილ აქციაზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტების მთავარ მოთხოვნად კვლავ ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საპატიმროდან გათავისუფლება რჩება.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით გამოტანილმა გადაწყვეტილებამ, მოლაპარაკების შესაძლებლობის სივრცე კიდევ უფრო დაავიწროვა.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, სწორედ პოლიტპატიმრები გათავისუფლების საკითხი რჩება პირველ ნაბიჯად, რომელიც შემდგომ, შესაძლებელს გახდის სხვა საკითხებზე დაილოგის გამართვასაც.

"ლელოს" წევრი საბა ბუაძის ტქმით,  ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებამ ნეგატიური ფონი კიდევ უფრო გააძლიერა და ამბობს, რომ "ლელო" მუშაობს ორი მიმართულებით, ერთი ეს არის ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება, ხოლო მეორე, საერთო ოპოზიციურ პროტესტში მონაწილეობა.

დღის ამბები