19 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
შსს-თან სავარაუდოდ კიდევ 4 პირი დააკავეს

შსს-თან სამართალდამცველებმა კიდევ 4 პირი დააკავეს, სადაც სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა ამ დრომდე გრძელდება. 

თავდაპირველად აქტივისტები შენობაში შესვლას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. ამის შემდეგ კი სამინისტროს ტერიტორია დაატოვებინეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა, რა დროსაც ადგილზე რამდენიმე პირი, დაახლოებით, 8 აქტივისტი დააკავეს.

ამის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ შსს-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაეკეთებინათ წარწერები. მათ ეს ნაწილობრივ მოახერხეს, რასაც პოლიციელების მხრიდან დამატებითი დაკავებები მოჰყვა. 

ცნობისთვის, აქციის მონაწილეები სამოქალაქო აქტივისტის გიორგი მუმლაძის დაკავებას აპროტესტებენ და შსს-ს მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

შსს-ს ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე, გიორგი მუმლაძე პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები