09 მაისი 2024,   01:48
ვრცლად
ემზადება თუ არა რუსეთი ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე ბირთვული იარაღის განსალაგებლად - უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბულია

უკრაინელი სამხედროები უკვე თითქმის 1 თვეა ფრონტის ხაზზე იმყოფებიან. თვალს ადევნებენ, როგორ ცდილობს მეზობელი სახელმწიფო მიტაცებულ მიწაზე ვითარების დაძაბვას. წელს დონბასში რუსეთის გააქტიურებას უკვე 30 სამხედრო ემსხვერპლა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთი ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე ბირთვული იარაღის პოტენციური განლაგებისთვის ემზადება.

უკრაინის სამხედრო დეპარტამენტის უფროსმა ანდრეი ტარანმა ბრიუსელში ევროპარლამენტის თავდაცვის ქვეკომიტეტის წინაშე გამოსვლისას არ გამორიცხა, რომ ყირიმში განთავსებულმა რუსულმა ძალებმა ფართომასშტაბიანი სამხედრო პროვოკაციები განახორციელოს. რითაც შეეცდება ყირიმის ნახევარკუნძულის წყლის მომარაგების სისტემა ოფიციალური კიევისგან დამოუკიდებლად უზრუნველყოს.

დღის ამბები