03 სექტემბერი 2026,   17:58
ვრცლად
ბათუმში აფთიაქი გატეხეს - წაღებულია თანხა

ბათუმში კომენდანტის საათის დროს აფთიაქი გატეხეს - ობიექტის მეპატრონის ინფორმაციით, აფთიაქი გუშინ საღამოს 9-ის ნახევარზე დაკეტა, დილით კი შესასვლელი კარი გატეხილი დახვდა.

წაღებულია 200 ლარამდე თანხა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერიც.

დღის ამბები