დაიწყებს, თუ არა საქართველო "სინოფარმით" ვაქცინაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის მიღებამდე - იმუნიზაციის საბჭომ, გადაწყვეტილება სავარაუდოდ, დღეს უნდა მიიღოს.
ჩინური "სინოფარმისა" და "სინოვაკის" პრეპარატით იმუნიზაცია უკვე დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს 50-მდე ქვეყანაში.
ქართველი სპეციალისტები ამბობენ, რომ ბაზარზე არსებული ყველა ვაქცინა, მათ შორის, ჩინური წარმოებაც პანდემიასთან ბრძოლის მთავარ მიზანს - ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის შემცირებას კარგად ასრულებს.