პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც, როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, კრისტიან დანიელსონის დოკუმენტზე ქართული ოცნების ხელმოწერა ვერ მოაგვარებს.
5 პუნქტიანი შეთანხმების შინაარსი ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ძალებისთვის მიუღებელია, - მმართველი ძალა კი აცხადებს, რომ ამჯერად პრეტენზიებით პოლიტიკოსებმა თავად კრისტიან დანიელსონს უნდა მიმართონ, რადგან საკითხები მოლაპარაკებების დროს ევროპელმა დიპლომატმა თავად გაწერა.
ოპოზიციის წევრები საუბრობენ მთავარ პირობებზე რა შემთხვევაში მოაწერენ ისინი ხელს დოკუმენტს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ შეთანხმების სივრცე უნდა გაჩნდეს პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხში, სამადაშვილის თქმით ოპოზიცია მოლაპარაკებაზე მხოლოდ ამ შემთხვევაში წავა.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ვახტანგ კალოიანი აღნიშნავს, რომ პოლიტიკური პატიმრების გამოშვების და ვადამდელი არჩევნების გარეშე კრიზისის დაძლევა რთული იქნება.
"კარგია, რომ პროცესი გაიხსნა თუ ჩვენ ვიპოვით გზას რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელს, რა თქმა უნდა პარლამენტში შევალთ,"-აღნიშნა კალოიანმა.
მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ოპოზიცია დემოკრატიული განვითარების პროცესს ხელს უშლის.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ თუ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის გათავისუფლდება.