17 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
კვლავ ქუჩის აქციები შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის ნაცვლად - ოპოზიცია პოლიტიკურ ცხოვრებას ბოიკოტის რეჟიმში განაგრძობს

კომპრომისზე ოპოზიციაც უნდა წავიდეს - ეს მოწოდება დასავლელი პარტნიორების მხრიდან ერთხმაში მას შემდეგ გაისმა, რაც "ქართულმა ოცნებამ" კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელი საჯაროდ მოაწერა.

ბრიუსელსა და ვაშინგტონში ამბობენ, რომ ახლა ყურადღების ცენტრში - ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ძალები არიან. პარტნიორების მოლოდინს კომპრომისის შესახებ, ოპოზიციის ლიდერებმა შალვა ნათელაშვილის ოფისში შეკრებით და დაანონსებული ქუჩის აქციის მზადებით უპასუხეს.

პოლიტიკოსები ორშაბათიდან რეგიონებში ჩავლენ და ეცდებიან მოქალაქეები დაარწმუნონ, რომ საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, პროტესტი კარვებით უნდა გაგრძელდეს.

დღის ამბები