ოპოზიციისა და უმრავლესობის შეხვედრა 17:00 საათამდე გადაიდო. შეხვედრა 14:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა უცნობია, რა მიზეზით მოხდა შეხვედრის განრიგში ცვლილება.
მედიას ევროკავშირის ოფისში უთხრეს, რომ მოლაპარაკებამ 3 საათით გადაიწია.
ცნობილია, რომ "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელისა და აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მონაწილეობით გაიმართება.
მედიაცია შარლ მიშელის ოფიციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის გარეშე ჩაივლის.
"დღეს ჩვენ გავიგებთ რა შეიცვალა მათ მიდგომებში, დაიდება თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან ის წინადადებები, რომელზეც შეიძლება საუბარი, განხილვა და საერთოდ რაიმე შეთანხმების მიღწევა. რა თქმა უნდა ჩვენი ამოსავალი წერტილი არის პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლება და ვადამდელ არჩევნებზე დიალოგის გახსნა," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.