17 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
გადავკეტავ კარს, გასაღებს გადმოგიგდებთ და სანამ არ შევთანხმდებით, არ დაგვიბრუნოთ უკან - გიორგი ვაშაძე უმრავლესობასთან შესხვედრაზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ დოკუმენტი, რომელიც ხელისუფლებასთან შემუშავდება, ობიექტურად ასახავს ამ თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს.

ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

"მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ. ეს არის დღევანდელი მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი და რაღა თქმა უნდა, მეხუთე პუნქტთან დაკავშირებით, ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელ გზაზე უნდა შევთანხმდეთ. ამაზე უნდა ვიყოთ ყველანი მობილიზებულები.

ხუმრობით ვიტყვი, რადგან პირველი მოვედი, ავიღებ გასაღებს, გადავკეტავ კარს, გასაღებს გადმოგიგდებთ და სანამ არ შევთანხმდებით, არ დაგვიბრუნოთ გასაღები უკან," – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები