"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, შარლ მიშელის მიერ დღეს წარმოდგენილი დოკუმენტი არის მისაღები, თუმცა "ლელო" მას ხვალ გაიტანს პოლიტსაბჭოზე, რომ იმსჯელოს და საბოლოო პოზიცია დააფიქსიროს.
"ლელო" ყველა პუნქტს პოლიტსაბჭოზე გაიტანს, რათა იმსჯელოს და საბოლოო პოზიცია ოფიციალურად დააფიქსიროს. შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ. დაგვრჩა ბოლო ნაბიჯი, რომ შეთანხმებამდე მივიდეთ. დაიწყო გადატვირთვის პროცესი. ამ დოკუმენტის დასრულებით ქვეყანაში ახალი გადატვირთვა დაიწყება, რაც გამოიხატება იმ პუნქტების რეალიზაციით, რომელიც ევროკავშირისა და აშშ-ს მონიტორინგის ქვეშ განხორციელდება," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.