19 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული საქართველოს მოქალაქეები დღეიდან კარანტინს აღარ გაივლიან

ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული საქართველოს მოქალაქეები დღეიდან კარანტინს აღარ გაივლიან. ამის ნაცვლად მათ ანტიგენის ტესტს აუღებენ.

ამავე დროს, ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსულ მოქალაქეებს ნებაყოფლობით ვაქცინაციის პროცესში ჩართვაც შეეძლებათ. ვაქცინის ორი დოზით აცრის შემდეგ კი, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა ტესტირების გარეშეც იქნება შესაძლებელი.

ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე რამდნიმე დღის წინ მიიღეს. მანამდე ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსულებს 5 დღიან კარანტინში ყოფნის ვალდებულება ჰქონდათ.




დღის ამბები