02 სექტემბერი 2026,   13:28
ვრცლად
სამწუხაროა, რომ სამართლებრივი საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა ხდება - შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის მორიგ წერილზე

"სამწუხაროა, რომ სამართლებრივი საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა ხდება", - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილის შესახებ დასმულ კითხვას. 

შალვა პაპუაშვილის თქმით, არსებულ სიტუაციაში, "პოლიტიკური ინსინუაციები ზედმეტია".

"სამწუხაროა, რომ სამართლებრივი საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა ხდება. მე ვისურვებდი, რომ სამართლებრივი საკითხები რაც არის, ასევე სამართლებრივი პრეტენზიები, რომელიც აქვს პროკურატურას თუ გამოძიებას, ამისთვის არსებობს არგუმენტირებული პასუხები. ვისურვებდი, ამას გაეცეს სამართლებრივი პასუხი ყველას.

ამის გადატანას პოლიტიკურ ჭრილში (სხვადასხვა დროს, გვინახავს ჩვენ ასეთი მცდელობები), არანაირი შედეგი არ მოაქვს. არის სამართლებრივი საკითხები, არის პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი. ამ ბრალს სჭირდება პასუხი, სხვა დანარჩენი ახლა, ეს პოლიტიკური ინსინუაციები, ვფიქრობ, რომ ზედმეტია," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები