17 ნოემბერი 2024,   06:05
ვრცლად
სალომე სამადაშვილი "ნაცმოძრაობას" ტოვებს - "ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა"

სალომე სამადაშვილი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს, ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.

"სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია- მელიას გამოშვების გარეშე არ მოვაწერთ ხელს ამ დოკუმენტს, მაგრამ სხვებმა მოაწერონ, მელია და რურუა გამოაშვებინონ, მერე ვინც მოაწერს, იმათ მოღალატეს დავუძახებთ. ოღონდ, მელიას გამოსვლის შემდეგ, თვითონაც აპირებენ პარლამენტში შემოსვლას.

უხერხულია, მხოლოდ ამას ვიტყვი. ტალახს მაინც არ ვისვრი. ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა. წარმატებები," - წერს სამადაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ სალომე სამადაშვილმა შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ შეთანხმებას ხელი ინდივიდუალურად მოაწერა. 

"ღამის კურიერის" ეთერში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გია ბარამიძემ მისი გადაწყვეტილება "პარტიისგან გამიჯვნად" შეაფასა

ამავე თემაზე
დღის ამბები