"ევროპული საქართველოს" სიით გასულმა არმაზ ახვლედიანმა შეთანხმების დოკუმენტს, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ხელი მოაწერა.
"მივიღეთ წარმოუდგენელი სულისკვეთების დოკუმენტი. ახლა ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დასრულდეს პოლიტიკოსების პარპაში. მე არ მინდა იმ პოლიტიკოსებს შორის ვიყო, ვინც პარპაშობს და იქ მიდის ღუმელთან, ვისაც უნდა ხელის მოთბობა,"- აცხადებს არმაზ ახვლედიანი.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი ზუსტად 9 საათზე გაიხსნა იმ ოპოზიციური დეპუტატებისთვის, რომლებსაც მოქალაქეებმა 31 ოქტომბერს საპარლამენტო მანდატი მიანიჭეს. მათ კარლ ჰარცელის ინიციატივით, შეუძლიათ მისვლა და საკუთარი პოზიციის გამოხატვა დოკუმენტზე ხელმოწერით.
დიდი პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ ევროპის საბჭოს პრეზიდენტს თბილისში ელოდებიან. შარლ მიშელს დღეს საქართველოს პრეზიდენტი უმასპინძლებს. შეხვედრა დაგეგმილია დოკუმენტის ხელმომწერებთანაც.