რა ბერკეტები აქვს პროკურატურას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის საპატიმროდან გასათავისუფლებლად ამნისტიამდე - ნიკა მელიას ადვოკატი რამდენიმე ალტერნატიულ გზაზე საუბრობს. უფლებადამცველს პოლიტიკოსის გასათავისუფლებლად სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა ყველაზე სწრაფ და რეალურ ნაბიჯად მიაჩნია, თუმცა, თვლის რომ ამას ”ქართული ოცნების” პოლიტიკური ნება სჭირდება.
"ნიკა მელია უპირობოდ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე და გამოსასყიდის გარეშე უნდა გათავისუფლდეს საპატიმროდან და უნდა შეწყდეს მის მიმართ წარმოებული უკანონო პოლიტიკური სისხლისსამართლებრივი დევნა. პროკურორს აქვს დისკრეცია და თუ გამოიყენებს ამ მუხლს, მათ შეუძლიათ უარი თქვან ბრალდებაზე,“ - ამბობს გიორგი კონდახიშვილი.