03 სექტემბერი 2026,   21:09
ვრცლად
მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული პროგრესი მიღწეულია, არ მჯერა, რომ გამოძიება სამართლიანი იქნება - აფგან მუხთარლი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს სერიოზული პროგრესია.

მიუხედავად ამისა, მუხთარლის გამოძიების ობიექტურობაში ეჭვი ეპარება.

"დღეს, ჩემი გატაცებიდან ოთხი წლის შემდეგ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მცნო, როგორც დაზარალებული. აქამდე მე მოწმის სტატუსით ვმონაწილეობდი, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული პროგრესი მიღწეულია, არ მჯერა, რომ გამოძიება სამართლიანი იქნება. 4 წლის შემდეგ საქმე გრძელდება, როგორც დაზარალებულის," - წერს აფგან მუხთარლი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა და საქმის კვალიფიკაცია დაზუსტდა.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება საქართველოში მუხთარლის გატაცების საქმეზე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. ჟურნალისტი თბილისის ცენტრიდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს. შემდეგ ის საზღვრის უკანონო კვეთის და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით აზერბაიჯანში ციხეში აღმოჩნდა, სადაც  6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა, საპატიმრო 2020 წლის მარტში დატოვა.

დღის ამბები