"სტრატეგია აღმაშენებელში" ამბობენ, რომ ამნისტიის შესახებ კანონი დაასრულებს ნიკა მელიას პატიმრობასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემას და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გათავისუფლდება საპატიმროდან.
ამასთან, გიორგი ვაშაძე აანონსებს, რომ ნიკა მელია საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ პარლამენტშიც შევა და საპარლამენტო საქმიანობასაც გააგრძელებს:
"სულ რამდენიმე დღეში თქვენ თვითონ ნახავთ, რომ ჩვენი პოზიცია არის სწორი, ჩვენი პოზიციით და გადაწყვეტილებით ნიკა მელია იქნება თავისუფალი, ის გამოვა საპატიმრო დაწესებულებიდან, შემოვა პარლამენტში და გააგრძელებს საპარლამენტო საქმიანობას," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.