17 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
არც გირაო და არც ამნისტია - რა დააბარა ნიკა მელიამ ადვოკატებს დანარჩენ ოპოზიციასთან

დოკუმენტი ხელმოწერილია, შეთანხმება მიღწეული. შარლ მიშელი თბილისში იყო, შედგა ერთობლივი ვახშამიც, თუმცა ნიკა მელიას გათავისუფლება ისევ ხდება შეთანხმების ინტერპრეტაციების და ახალი მოთხოვნების დაყენების საბაბი.

არც გირაო და არც ამნისტია - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს არც ერთი არ უნდა.

პარტია შერჩევით ამნისტიას ითხოვს. ისე, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან 20 ივნისის მოვლენებზე მხოლოდ ერთი მხარე გათავისუფლდეს.

ხელისუფლებისთვის კი გაუგებარია, რატომ ამბობს ნიკა მელია ევროკავშირის მიერ გადახდილ გირაოზე უარს, თუკი ის მზადაა პატიება "ოცნებისგან" მიიღოს.

დღის ამბები