17 ნოემბერი 2024,   06:04
ვრცლად
გირაო, თავდებობა თუ ამნისტია - ოპოზიციის ნაწილი ენმ-ის ლიდერის გათავისუფლების ალტერნატიულ გზებს ეძებს

20 ივნისი და ამ საქმეზე დაანონსებული ამნისტიაა ახლა ის თემა, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. კანონი ამნისტიის შესახებ პარლამენტში სამშაბათს დაინიცირდება, თუმცა ოპოზიციის ნაწილი ნიკა მელიას გათავისუფლების ალტერნატიულ გზებს ეძებს.

გირაო პრინციპულად მიუღებელია, ამნისტია კი მორალურ დილემას ქმნის - პატიმრობაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი არ არის თანახმა, მასთან ერთად ციხის კარი პოლიციელებსაც გაუღონ. მაშინ, რა არის გამოსავალი? - რჩევები პოლიტიკოსებმა დღეს სამოქალაქო სექტორისგანაც მოისმინეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მზად არიან კანონპროექტის შემუშავებაშიც აქტიურად ჩაერთონ.

განსხვავებულია მმართველი გუნდის პოზიცია. "ქართულ ოცნებაში" ოპონენტებს თემით სპეკულირებისგან თავშეკავებას ურჩევენ და ამბობენ, რომ "ოცნება" შეთანხმებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას ცვლილების გარეშე შეასრულებს. თუ ნიკა მელია გირაოზე უარს იტყვის საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა ის შეწყალების აქტით გაათავისუფლოს.

დღის ამბები