17 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
500 მილიონი ლარი რეგიონების განვითარებისთვის - მთავრობა 63 მუნიციპალიტეტში "ქვეყნის განახლების" პროგრამას იწყებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ქვეყნის განახლების" ახალი პროგრამა წარმოადგინა.

მისი ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში იგეგმება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა და განახლება. 

"მინდა წარმოგიდგინოთ ახალი ინიციატივა - ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის განახლებას. ეს პროგრამა  გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, ასევე, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციას და მშენებლობას, ასევე, ყველა ქალაქში, მუნიციპალიტეტის, კურორტების და დასახლებების ურბანულ განახლებას. ასევე, პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ახალი დასასვენებელი ტურისტული და საზოგადოებრივი ზონები.

რეგიონების განახლების პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება შეადგენს 500 მილიონ ლარს. პროექტი ითვალისწინებს, პირველ რიგში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას . ჩვენი ვარაუდით, პროექტის ფარგლებში, დაახლოებით 15 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება და დასაქმდება ჩვენი რეგიონების მოსახლეობა.

პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებზე ტენდერები ამ კვირაშივე გამოცხადდება და 63 მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, ივნისიდან მასშტაბურ სამუშაოებს დავიწყებთ,"-განაცხადა პრემიერმა. 

დღის ამბები