ამნისტიის პროექტის პარლამენტში ინიცირებამდე, პოლიტიკური პარტიები სავარაუდოდ, ევროკავშირის ოფისში დღეს ისევ შეიკრიბებიან. სალომე სამადაშვილის განცხადებით, კანონპროექტი არ უნდა შეეხებოდეს იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალის გამოყენების შესახებ ბრძანება გასცეს.
ის ასევე აპირებს გიორგი რურუას შეწყალების შემდეგ, ნიკა მელიას ციხეში გაესაუბროს.
"კანონპროექტი არ უნდა შეეხებოდეს იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალის გამოყენების შესახებ ბრძანება გასცეს. არ უნდა კეტავდეს არანაირ შესაძლებლობებს, მაგალითად მაკო გომურის თვალების დათხრის თაობაზე დამნაშავის დადგინების შემთხვევაში.
ჩვენ ხვალ დავრეგისტრირდებით პარლამენტში და ხვალ ველოდები, რომ საქართველოს პრეზიდენტი განახორციელებს გიორგი რურუას შეწყალებას. ამის შემდეგ, მსურს ვისაუბრო ნიკასთან უშუალოდ ციხეში და განვსაზღვროთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები," - აცხადებს პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი.