17 ნოემბერი 2024,   05:55
ვრცლად
დოკუმენტში არ ყოფილა ამნისტიის მუხლის ისეთი განმარტება, რომ ეს უნდა შეხებოდა სამართალდამცველებს  - ზურაბ ჯაფარიძე

"გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის გაფორმებულ შეთანხმების დოკუმენტში ამნისტიის შესახებ პუნქტი არ ყოფილა არსად იმგვარად განმარტებული, რომ უნდა მომხდარიყო დამნაშავე სამართალდამცველების გათავისუფლებაც. 

"იქ უნდა ყოფილიყო გირაოს საკითხი და, პარალელურად, უნდა დაძრულიყო ამნისტიის საკითხი. თუ გირაო არ გამოვიდოდა, ამნისტია დაეწეოდა და ამნისტიით გამოვიდოდა მელია. რურუას შემთხვევაში, ეს იყო, უბრალოდ, შეწყალების საკითხი. არცერთ ამ შემთხვევაში, ამ მუხლის განმარტება არ ყოფილა ისეთი, რომ ეს უნდა შეხებოდა სამართალდამცველებს,"- აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ნაწილსა და ხელისუფლებას შორის გაფორმებულ შეთანხმების აქტში გათვალისწინებულია ე.წ. პოლიტპატიმრების - ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების მექანიზმები.

დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიას გათავისუფლება უნდა მოხდეს ამნისტიით, რომელიც გავრცელდება 2019 წლის 20 ივნისის დანაშაულებზე. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და თავად მისი თავმჯდომარე ნიკა მელია ამნისტიის მიღების წინააღმდეგია, რადგან მათი პოზიციით, შედეგად არ უნდა მოხდეს დამნაშავე სამართალდამცველების შეწყალებაც. 

დღის ამბები