17 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
ხელისუფლება ყოველთვის განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა რეგიონების განვითარებაზე - ნათია თურნავა

პრემიერი ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამას აანონსებს, რომელმაც ქვეყანაში 15 ათასი ახალი სამუშაო ადგილი უნდა შექმნას.

პროგრამასთან დაკავშირებით მედიასთან განცხადებები გააკეთეს მთავრობის წევრებმა. მინისტრებს მიაჩნიათ, რომ ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს. მათივე განმარტებით ხელისუფლება ყოველთვის განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა რეგიონების განვითარებაზე.

"ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა სწორედ რეგიონების განვითარებაზე. ყველა ჩვენი ინფრასტრუქტურული პროექტი, გაზიფიკაციის პროექტი, ინტერნეტიზაციის პროექტი სწორედ რეგიონალურ ჭრილში იყო გაშლილი და ახლა ამ ყველაფერს მასშტაბური პროგრამა დაემატება," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში იგეგმება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა და განახლება. 

დღის ამბები