17 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
ამნისტიაზე ვჩხუბობთ და არ გვინახავს, რა წერია შიგნით, ჰაერს ვეჩხუბებით - ალეკო ელისაშვილი

"მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ამნისტიის კანონპროექტს იმის მიხედვით დაუჭერს მხარს, თუ როგორი იქნება დოკუმენტის შინაარსი. ელისაშვილი განმარტავს, რომ თუ შეწყალების აქტი გავრცელდება იმ სამართალდამცველებზე, რომლებიც ხალხს დამიზნებით ესროდნენ და აწამებდნენ, მხარს არ დაუჭერს.

"ამნისტიაზე ვჩხუბობთ და არ გვინახავს, რა წერია შიგნით. როდესაც ვნახავ, შეიძლება მხარი დავუჭიროთ და შეიძლება გავილაშქროთ. შევთანხმდით, რომ ამნისტიის საკითხი უნდა დაისვას, ამას მხარს ვუჭერთ, მაგრამ რა შინაარსი ექნება - ვისზე გავრცელდება, ვისზე არა, ჯერ არ გვინახავს და ვჩხუბობთ, ჰაერს ვეჩხუბებით. ვინც ხალხს დამიზნებით ესროდა, აწამებდა, თვალს თხრიდა შეგნებულად, მიზანმიმართულად, იმათ გათავისუფლებას, რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერთ," - აცხადებს ელისაშვილი. 

დღის ამბები