17 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
ამ წუთებში "ლელოს" ოფისში კონსულტაციები იწყება - ოპოზიცია ამნისტიის კანონპროექტზე იმსჯელებს

ამ წუთებში "ლელოს" ოფისში კონსულტაციები იწყება. ოპოზიცია იკრიბება იმისთვის, რომ იმსჯელოს ამნისტიის კანონპროექტზე. "ლელოს" ოფისში ის ოპოზიციონერები იკრიბებიან, რომლებმაც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ხვალ ამ პროექტის ინიცირება უნდა მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ნაწილსა და ხელისუფლებას შორის გაფორმებულ შეთანხმების აქტში გათვალისწინებულია ე.წ. პოლიტპატიმრების - ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების მექანიზმები.

დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიას გათავისუფლება უნდა მოხდეს ამნისტიით, რომელიც გავრცელდება 2019 წლის 20 ივნისის დანაშაულებზე. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და თავად მისი თავმჯდომარე ნიკა მელია ამნისტიის მიღების წინააღმდეგია, რადგან მათი პოზიციით, შედეგად არ უნდა მოხდეს დამნაშავე სამართალდამცველების შეწყალებაც. 

დღის ამბები