17 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
ამნისტია თავისი არსით გულისხმობს პატიებას და დავიწყებას - შალვა პაპუაშვილი

"ქართული ოცნების" წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამნისტიის აქტი არ შეეხება საერთაშორისო კონვენციებით დაცულ მუხლებს.

მისივე თქმით, ეს არ არის ტექნიკური საშუალება ნიკა მელიას გასათავისუფლებლად, ეს არის პოლიტიკური სამართლებრივი დოკუმენტი.

"პირველი რომ ის, რა თქმა უნდა, არ შეეხება ისეთ ქმედებებს, რომელიც ჯდება საერთაშორისო კონვენციებით დაცულ საკითხებში და მეორე ის შეეხება იმ ადამიანებს თუ იმ სიტუაციას, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენი წარსულის ეს გვერდი გადავფურცლოთ. შეგახსენებთ, რომ ამნისტია თავისი არსით გულისხმობს პატიებას და დავიწყებას. ამიტომ, ასე უნდა მივუდგეთ - ეს არ არის ტექნიკური საშუალება ნიკა მელიას გასათავისუფლებლად, ეს არის პოლიტიკური სამართლებრივი დოკუმენტი,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები