17 ნოემბერი 2024,   06:03
ვრცლად
DRI სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს ეხმიანება

რა შენიშვნები აქვს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს სუსის მუშაობასთან - უწყების ყოველწლიურ ანგარიშს არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმიანება. DRI​-ში იმ რამდენიმე პუნქტზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც დროულად უნდა გამოსწორდეს, მათ შორის არის ძალოვანი უწყებების მკაცრი მიდგომა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჩამდენ პირთა მიმართ.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, ასევე, ითხოვს, სრულად ან ნაწილობრივ განსაიდუმლოვდეს "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" შემუშავებული სამოქმედო გეგმა.

არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მიუღებელია პარლამენტში წარმოდგენილი ანგარიშის დახურულ რეჟიმში განხილვაც.

დღის ამბები