19 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
მაისიდან ხელფასის ინდექსაცია 5,2%-ით მოხდება, ხელფასი 250 ლარით გაიზრდება - "ჯორჯიან მანგანეზსა" და დასაქმებულებს შორის ახალი შეთანხმება გაფორმდა

შპს "ჯორჯიან მანგანეზსა" და დასაქმებულებს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ დღეს შესაბამისი დოკუმენტი პროფკავშირებთან გაფორმდა. ინფორმაციას "ჯორჯიან მანგანეზი" ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, დოკუმენტი იმის გარანტიაა, რომ 2021 წლის პირველი მაისიდან კომპანიის თანამშრომლები ახალი ხელშეკრულების საფუძველზე იმუშავებენ.

გარდა ამისა, შეთანხმების მიხედვით მუშა-მოსამსახურეთა ყოველთვიური ანაზღაურება 250 ლარით გაიზრდება, დასაქმებულები წელიწადში ოთხჯერ მიიღებენ ფულად საჩუქარს, ამასთან პირველი მაისიდან კომპანიის თანამშრომელთა ხელფასების ინდექსაცია განხორციელდება 5,2%-ით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის საშუალო წლიური ინფლაციის შესაბამისად.

დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ მხარეებმა აღნიშნეს, რომ ახალი ხელშეკრულებით მნიშვნელოვნად უმჯობესდება შრომითი ანაზღაურება.

დღის ამბები