19 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
ყოველი 300 ვაქცინირებული, ერთ გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს - თენგიზ ცერცვაძე

ჯანდაცვის სამინისტროში ამ წუთებში კორონავირუსის მართვის კლინიკური ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესზე მსჯელობენ. 

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის განცხადებით, ყოველი 300 ვაქცინირებული, ერთ გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. 

"ბოლო დღეებში არის დამაიმედებელი ნიშნები. თანდათან იზრდება მოთხოვნა ვაქცინაციაზე. ყოველი 300 ვაქცინირებული ადამიანი, ზოგიერთი ამბობს, რომ 500 ვაქცინირებული, ნიშნავს 1 ადამიანის გადარჩენას. და თუ ჩვენ ვიტყვით, რომ 40 000 უკვე ჩვენთან აცრილია, ჩვენ უკვე 200 კაცი ჩათვალე პირდაპირ გადარჩა, ის 200 კაცი მოკვდებოდა ერთი წლის განმავლობაში,"- განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში "სინოფარმით" ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება. "სინოფარმი" დღევანდელი მდგომარეობით ავტორიზებულია მსოფლიოს 35 ქვეყანაში. 200 მლნ დოზაზე მეტია გაცემული მწარმოებლის მიერ და ფართო მოცვა არსებობს ამ ვაქცინთ. მისი უსაფრთხოების შესახებ არ არის კითხვის ნიშნები, ამდენად ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციას და ჯანმოს ავტორიზაცია დაეწევა, თუ არ დაასწრებს,"- აცხადებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამა გაბუნია.

დღის ამბები