17 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
საქართველოს თავდაცვის ძალებმა 30 წლის იუბილე აღნიშნა

საზეიმო ღონისძიება ვაზიანის სამხედრო ბაზაზე და სპეციალურად ამ დღისთვის თბილისში ჩამოსული ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე - დამოუკიდებელი საქართველოს თავდაცვის ძალები სამ ათეულ წელს ითვლის.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ჯარისკაცებმა 30 წლის განმავლობაში ქართველი სამხედროების მიერ გავლილი რთული გზა გაიხსენეს. პრემიერმა და პრეზიდენტმა ჯარისკაცების სიმამაცეზე, თავდადებასა და მსოფლიო მშვიდობისთვის ბრძოლაში შეტანილ წვლილზე გაამახვილეს ყურადღება.

საზეიმო ღონისძიება მარშის თანხლებით საქართველოს სახელმწიფო დროშის გაშლით დაიწყო. სახელმწიფო დროშა აღიმართა გორის ციხეზეც. გაიმართა დაჯილდოვებაც. საქართველოს თავდაცვის ძალები დალოცა პატრიარქმა.

დღის ამბები