20 ნოემბერი 2024,   00:56
ვრცლად
6 მაისს საქართველოში Astrazeneca-ს 43 000 დოზა შემოვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 6 მაისს საქართველოში Astrazeneca-ს 43 000 დოზა შემოვა.

"Astrazeneca 6 მაისს კიდევ შემოვა 43 000 დოზა, რომელიც განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც პირველი დოზა გაიკეთა. Astrazeneca-ს ვაქცინით დღევანდელი მონაცემებით, აცრილია 25 461 ადამიანი და დაჯავშნილი აქვს კიდევ 10 000 ადამიანს, ამიტომ არ მგონია, რომ ჩვენ პრობლემა გვქონდეს Astrazeneca-ს ათვისებასთან დაკავშირებით,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

დღის ამბები