დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქარველოში 67 წლის მამაკაცი აცრიდან ორ დღეში გარდაიცვალა, სიმართლეს არ შეესაბამება.
"ჩვენ ვამოწმებთ ამ ინფორმაციას ბაზებით. წინასწარი ინფორმაციით, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. მოგეხსენებათ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრში არის როგორც იმუნიზაციის, ასევე ლაბორატორიულად დადასტურებულთა ბაზები და დაბადება-გარდაცვალების ბაზა, ორი ადამიანის სახელი და გვარი ემთხვევა ერთმანეთს, ერთი გახლავთ აცრილი, მეორე გარდაცვლილი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებია. როგორც მეუბნებიან, აცრილი გარდაცვლილი არ არის," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, 67 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმუნიზაციიდან ორ დღეში დამძიმდა და გარდაიცვალა.