19 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
რა ჩაიწერება ვაქცინირებულთა ე.წ. მწვანე პასპორტებში - თამარ გაბუნია 3 სტატუსის მნიშვნელობას განმარტავს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ე.წ. მწვანე პასპორტებში 3 ძირითადი პარამეტრი იქნება გათვალისწინებული, მათ შორის ერთ-ერთი ტესტირების შედეგი იქნება.

"3 ძირითადი პარამეტრი იქნება გათვალისწინებული. ერთი - დაავადების გადატანის სტატუსი, ასევე ვაქცინაციის სტატუსი და ტესტირების სტატუსი, ანუ უახლესი მდგომარეობით რამდენად დადებითია თუ უარყოფითია სწრაფი ტესტი, თან PCR-ით მოქალაქე.

რაც შეეხება საერთაშორისო მოთხოვნებთან და რეგულაციებთან შესაბამისობას, ამაზე ცოტა ადრეა საუბარი, მიდის მსჯელობები," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ე.წ. მწვანე პასპორტების შესახებ იმსჯელეს, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა.

მთავრობა აცრილი მოქალაქეებისთვის შეღავათების დაწესებასაც გეგმავს. 

დღის ამბები