19 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
ინდური შტამის საქართველოში არსებობის ალბათობა, რა თქმა უნდა, არის - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის ინდური შტამის იდენტიფიკაცია არ მომხდარა, თუმცა ალბათობა იმისა, რომ საქართველოში ვირუსის ახალი ფორმა უკვე იყოს, რა თქმა უნდა, არსებობს.

"ჩვენთან, ამ ეტაპამდე, დღემდე ინდური შტამის იდენტიფიკაცია არ მომხდარა, მაგრამ ამის ალბათობა რომ იყოს, რა თქმა უნდა, არის.

ძალიან გთხოვთ, ამ ინდურ შტამზე ძალიან დიდ აჟიოტაჟს ნუ შევქმნით იმიტომ, რომ თვითონ ინდოეთში ის ძლიერი ეპიდაფეთქება, რაც არის ახლა, მხოლოდ ინდური შტამით არ არის გამოწვეული. იქ პრევალირებს ბრიტანული შტამი," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები