დღეიდან საქართველოში Sinopharm-ით ვაქცინაცია დაიწყო. ხვალიდან პროცესში რამდენიმე ახალი კლინიკა ერთვება. აცრა 18 წელს გადაცილებულ ყველა იმ მოქალაქეს შეუძლია, ვინც რეგისტრაცია წინასწარ გაიარა.
ქვეყანას სულ პრეპარატის 100 000 დოზა აქვს, ადგილები კი სრულად შევსებულია.
Sinopharm-ი ჯერ კიდევ ელოდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, თუმცა საქართველოში ეს ვაქცინა ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდა.
სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მოქალაქეების მომართვიანობა საკმაოდ მაღალია.
"დღეიდან კლინიკა "ვივამედი" ჩაერთო იმუნიზაციის პროცესში. ჩვენთან ორგანიზებულია ორი ვაქცინაციის კაბინეტი, 10:00 საათზე გაკეთდა პირველი ვაქცინაცია. ძალიან აქტიურია მომართვიანობა და სურვილი და ეს ძალიან მისასალმებელია," - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.