26 აპრილი 2024,   19:14
ვრცლად
ფერმერმა შემთხვევით ბელგია-საფრანგეთის საზღვარი შეცვალა

ბელგიელი ფერმერი სკანდალში გაეხვა მას შემდეგ, რაც შემთხვევით საფრანგეთთან საზღვარი გადაწია - ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ფაქტი ერთ-ერთმა ისტორიით გატაცებულმა ადგილობრივმა შეამჩნია - ის ტყეში სეირნობდა, როდესაც ბელგია-საფრანგეთის საზღვრის აღმნიშვნელი ქვა თითქმის 2.5 მეტრით გადაადგილებული ნახა. როგორც გაირკვა, ბელგიელ ფერმერს ქვა ტრაქტორით გავლისას ხელს უშლიდა და საფრანგეთის ტერიტორიაზე გადაწია. 

მის მოქმედებას საზღვრის ორივე მხარეს ღიმილით შეხვდნენ. ბელგიური სოფლის, ერქიულინესის მერმა დევიდ ლავუმ განაცხადა, რომ ფერმერმა ბელგიის ტერიტორია გაზარდა, საფრანგეთის კი შეამცირა, რაც კარგი იდეა არ იყო. 

"მე ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი ქალაქი კიდევ უფრო დიდი გახდა, თუმცა საზღვრის მეორე მხარეს მდებარე ქალაქის, ბუსინი სუღ როკის მერს სხვა აზრი აქვს," - აღნიშნა ლავუმ ხუმრობით. 

ადგილობრივი ხელისუფლება აპირებს, თხოვნით მიმართოს ფერმერს, ქვა ძველ ადგილას დააბრუნოს.

დღის ამბები