ქვეყანაში უამინდობა გრძელდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რეგიონში კვლავ წვიმაა. წვიმასთან ერთად ზოგან მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი. არ არის გამორიცხული, ნალექმა მდინარეების ადიდება და მეწყრული პროცესები გამოიწვიოს. მეტეოროლოგები მოსახლეობას და შესაბამის უწყებებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
დასავლეთის ძლიერი ქარი გაძლიერდება დედაქალაქში, სინოპტიკოს ნაირა მანველიშვილის თქმით, ქარი განსაკუთრებით ძლიერი თბილისის გარეუბნებში იქნება
"აღმოსავლეთ საქართველოში გადმოდის ძლიერი ნალექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების დროგამოშვებით ძლიერი ქარი, რომელიც გარეუბნებში მიაღწევს 17-22 მეტრ წამს," - განაცხადა ნაირა მანველიშვილმა.