17 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს - განსახილველი საკითხების დეტალებზე საქართველოს ელჩი საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეიდან აზერბაიჯანში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. ირაკლი ღარიბაშვილი პირველ შეხვედრას პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართავს.

საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება აზერბაიჯანელ კოლეგას და მილი-მეჯლისის თავმჯდომარესაც. ქართული მხარის დელეგაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც იმყოფება.

აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის განცხადებით, შეხვედრის მთავარი საკითხი ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერება იქნება. რაც შეეხება დავით გარეჯის საკითხს, ელჩის თქმით, ამაზე კომისია იმსჯელებს:

"იქნება განხილული საკითხები, რომელიც ეხება უფრო ეკონომიკურ ჭრილს, სავაჭრო-ეკონომიკური კომისიების ჩატარების თვალსაზრისით, ასევე სხვა აქტივობები, ბიზნესფორუმები, რათა ხელი შევუწყოთ აქტივობებს.

რაც შეეხება უაშუალოდ დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხს ჩვენს საზღვართან მიმართებაში. პანდემიამ ხელი შეგვიშალა და კომისიის ჩატარება ვერ მოხერხდა, ვფიქრობ, რომ უახლოეს  მომავალში გაიმართება მორიგი კომისია, რომელზეც მხარეები ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და დარწმუნებული ვარ, საკითხი გადაწყდება როგორც შეეფერება ორ მეგობარ, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას,"- განაცხადა ზურაბ პატარიძემ.

 

დღის ამბები