08 მაისი 2024,   22:43
ვრცლად
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ამნისტიის შესახებ წარმოდგენილი კანონპროექტით 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობისგან გაქცევას ცდილობს

ხელისუფლება ამნისტიის შესაბებ წარმოდგენილი კანონპროექტით 20 ივნისის ღამით პასუხისმგებლობისგან გაქცევას ცდილობს - ასეთია ოპოზიცირი პარტიების წარმომადგენელთა შეფასება უმრავლესობის მიერ გავრცელებული ამნისტიის კანონპროექტის შესახებ.

"ნაციოლური მოძრაობა" მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებს მოუწოდებს, ხელი შეუშალონ მსგავი სახით კანონპროექტის მიღებას.

"ეს არის ძალიან მძიმე ინიციატივა და კანონპროექტი, თუ ამ სახით იქნება მიღებული, რა სახით არის ინიცირებული, მოყვება ძალიან მძიმე შედეგები, რადგან ამ კანონპროექტით, მთლიანად ისუფთავებს 20 ივნისის ტრაგედიას "ქართული ოცნება". იმ ოპოზიციამ, რომელმაც ხელი მოაწერა მიშელის დოკუმენტზე შეთანხმებას, ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ კანონპროექტი არ იყოს მიღებული,"- აცხადებს "ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.

"ეს არის "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების დანაშაულის მიჩქმალვის და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების კანონპროექტი. მას არანაირი კავშირი არ აქვს კანონთან, ამნისტიასთან, სამართლიანობის პრინციპთან და "ლელოს" მხრიდან ექნება მკვეთრი წინააღმდეგობა ამ კანონპროექტს,"- აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" წევრი ლევან სამუშია.

"გირჩები" კი იმედოვნებენ, რომ ამნისტიის დოკუმენტი დამტკიცებამდე შესაძლოა, შინაარსობრივად შეიცვალოს.

 

დღის ამბები