20 ნოემბერი 2024,   00:18
ვრცლად
AstraZeneca-ს დამატებით 43 000 დოზა საქართველოშია

AstraZeneca-ს დამატებით 43 000 დოზა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოშია. ეს AstraZeneca-ს უკვე მეორე პარტიაა ქვეყანაში.

სწორედ AstraZeneca-აა კოვიდის საწინააღმდეგო პირველი პრეპარატი, რომელიც საქართველოში შემოიტანეს. ამდენივე რაოდენობის ვაქცინას ქვეყანაში მაისის ბოლოსაც ელოდებიან.

პარალელურად, ქვეყანაში სულ მალე AstraZeneca-ს მეორე დოზით აცრა დაიწყება. შესაბამის ვებგვერდზე ჩაწერა უკვე მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში ასაკობრივი ზღვარი დაწესებული არ არის და მოქალაქეს დარეგისტრირება ნებისმიერ იმ კლინიკაში შეეძლება, სადაც იმუნიზაცია ხდება. ამ ეტაპზე მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი სამი პრეპარატით იცრება - AstraZeneca, Pfizer და Sinopharm.

დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციას კანონმდებლები გეგმავენ.

დღის ამბები