26 აპრილი 2024,   19:05
ვრცლად
დავინახე სინათლე, დავტოვე სხეული და ვესაუბრებოდი გარდაცვლილ ადამიანებს - შერონ სტოუნი კლინიკურ სიკვდილზე

შერონ სტოუნმა შოუში Good Morning Britain ისაუბრა ინსულტზე, რომელიც 2001 წელს დაემართა. მისი თქმით, გონება დაკარგა და "გარდაცვლილ ადამიანებს ხედავდა".

მსახიობის თქმით, ექიმები ფიქრობდნენ, რომ მას გადარჩენის მხოლოდ 1%-იანი შანსი ჰქონდა. 

"ამ მდგომარეობას ადამიანები ბევრნაირად განიხილავენ - როგორც სამეცნიერო, ასევე - სპირიტუალური კუთხით. მე ორივესი მჯერა. 

როდესაც ეს მე დამემართა, ყველაფერი განვიცადე, რაზეც ლაპარაკობენ ხოლმე ადამიანები, როდესაც ხედავენ სინათლეს, ტოვებენ სხეულს... ვხედავდი ადამიანებს, რომლებიც გარდაიცვალნენ.

მათთან ეთერული ურთიერთობა მქონდა - არა დიალოგით, არამედ ერთმანეთის აზრს სიტყვების გარეშე ვიგებდით, შემდეგ კი ვიგრძენი ძალიან ძლიერი ტკივილი, თითქოს მკერდში ჩამარტყეს. ეს, როგორც აღმოჩნდა, დეფიბრილატორი იყო," - იხსენებს შერონ სტოუნი. 

დღის ამბები