პოლიტიკოსი გიგი უგულავა Sinopharm-ის ჩინური ვაქცინით აიცრა. ვაქცინაცია მას ქარელის "გორმედში" ჩაუტარდა.
პოლიტიკოსი იმუნიზაციის პროცესის დადებით მხარეზე ამახვილებს ყურადღებას და მოქალაქეებს აცრისაკენ მოუწოდებს.
"ეს სინოფარმიც შევიშხაპუნე. ქარელის "გორმედის" კლინიკაში. მადლობა პერსონალს. აცრა სრულიად უგრძნობი. ასე რომ ავიცრათ, გავხსნათ ქვეყანა და ჩვენი ცხოვრებაც," - წერს უგულავა სოციალურ ქსელში.