17 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
ვერ დამიჭერთო - დაიჭირეს, არ გადავიხდიო - გადაიხადა, არ გამოვალო - გამოდის - გურამ მაჭარაშვილი ნიკა მელიაზე

ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის ფაქტს, "ქართული ოცნება" მიესალმება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ შესაბამის პროცედურას 19 აპრილის შეთანხმება ითვალისწინებდა.

გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ჯობდა ნიკა მელიას საზოგადოებისთვის აქამდეც  დაეჯერებინა, თუმცა მისივე თქმით, - "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს". 

"ვერ დამიჭერთო - დაიჭირეს, არ გადავიხდიო - გადაიხადა, არ გამოვალო - გამოდის. დასკვნა ასეთია: ნიკა მელიას რომ არ ეთამაშა გმირობანა, პოლიტიკურად ნაკლებად დაზარალდებობა, თუმცა სჯობს გვიან ვიდრე არასდროს," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა. 

ნიკა მელიას გირაოს თანხა 40 000 ლარი ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy) გამოყო, ეს თანხა უკვე გადახდილია, რომელიც საიამ ხელისუფლებას გადასცა. 

როდის დატოვებს ნიკა მელია საპატიმროს და რა პროცედურები უნდა იყოს გატარებული, ამაზე საიას ხელმძღვანელი ამბობს, რომ  არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ პროკურატურა შუამდგომლობით წავიდეს სასამართლოში და სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება შეცვლასთან დაკავშირებით.

დღის ამბები