17 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
ნიკა მელია ციხეს დღეს დატოვებს - სასამართლო სხდომა 1 საათში დაიწყება

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო სხდომამდე ერთი საათი რჩება. დღეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე საპატიმროს დატოვებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოლოდინი ერთგვაროვანია, რადგან პატიმრობის შეცვლა თავად პროკურატურამ ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის შემდეგ მოითხოვა.

სხდომას არ დაესწრება თავად ნიკა მელია, ვინაიდან ის სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე მოსამართლის გადაწყვეტილებით გაძევებულია.

ნიკა მელიას გირაოს თანხა - 40 000 ლარი ევროკავშირმა ორი დღის წინ გადაიხადა. აღნიშნული თანხა "ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის" (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.

ამავე თემაზე
დღის ამბები