სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობიდან გაათავისუფლა.
"სასამართლოს მიაჩნია, რომ უზრუნველყოფილია გირაოს მიზნები.
ნიკანორ მელია დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან," - განაცხადა მოსამართლემ.
ნიკა მელიას გირაო 40 000 ლარის ოდენობის ევროკავშირმა რამდენიმე დღის წინ გადაიხადა.