17 ნოემბერი 2024,   04:56
ვრცლად
შევა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში - ნიკა მელიას თქმით, საკითხზე პარტიაში კენჭისყრა ჩატარდება

შევა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ - ამ საკითხზე ოპოზიციურ პარტიაში გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. წინასწარ არის ცნობილი, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, პარტია მოლაპარაკებებს გეგმავს პარტიის წევრებთან და აქტივთან, გადაწყვეტილება სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი. პარტიის თავმჯდომარე ჯერჯერობით ენმ-ს ოფისში არ მისულა, თუმცა მან საკუთარ სახლთან გააკეთა კომენტარი, სადაც თქვა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით პარტიამ გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ უნდა მიიღოს და პარტიის შიდა კონსულტაციებს შესაძლოა რამდენიმე დღე და კვირებიც დასჭირდეს:

"ძალიან მსხვილი პარტია ვართ და შიგნით საჭიროა არაერთი კონსულტაცია და საბოლოო ჯამში კონსენსუსის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. მაღალი ალბათობით, ჩატარდება კენჭისყრა და კენჭისყრა გამოავლენს იმ პოზიციას, რომელსაც მივემხრობით დანარჩენები.

მოვაწერთ თუ არა ხელს, ეს კითხვა ჯერჯერობით არის სამართლიანად პასუხგაუცემელი და ასე ხელაღებით არასერიოზულია საუბარი იმ დოკუმენტზე, რომელიც ძალიან ნაკლოვანიც არის და კითხვის ნიშანიც არსებობს," - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები